
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ინეზა ფიფიასა და კლასის ხელმძღვანელის რუსუდან მებონიას დახმარებით ზეიმი -„შემოდგომის სიმფონია“ მოაწყეს.
„მოსწავლეებმა საკლასო ოთახში მოაწყეს შემოდგომის პეიზაჟი, შექმნეს ხელნაწერი წიგნი „შემოდგომის სიმფონია“, რომელიც გააფორმეს თავიანთი ფანტაზიით, ჩაატარეს კონკურსი მხატვრულ კითხვაში. გამარჯვებულები, რომლებიც გამოავლინა კომპეტენტურმა ჟიურიმ, სკოლის დირექტორმა ეკატერინე ლუკავამ დააჯილდოვა სიგელებით.
ზეიმის ბოლოს მოსწავლეებმა, მშობლების დახმარებით, ამოავლეს ჩურჩხელები. ასე ლამაზად გააცილეს წლევანდელი შემოდგომა ბავშვებმა“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები