გულგულის საჯარო სკოლის მოსწავლე პორტაბელური კომპიუტერით დაჯილდოვდა
26-11-2019

თელავის მუნიციპალიტეტის გულგულის საჯარო სკოლის მოსწავლე ხატია ჯალანდარი წარჩინებით სწავლისთვის პორტაბელური კომპიუტერით დაჯილდოვდა.

სკოლის დირექცია მოსწავლეს წარმატებას ულოცავს.

„დირექცია, მასწავლებლები, მოსწავლეები დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავთ მე-10 კლასის მოსწავლე ხატია ჯალანდარს, რომელიც დაჯილდოვდა კომპიუტერით, სწავლაში მიღწეულ წარმატებას.  მან დაუღალავი შრომით და დიდი პასუხისმგებლობით მიაღწია ამ წარმატებას და ეს წარმატება დაფასდა.

მადლობა სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, ამ მნიშვნელოვანი პროექტისთვის, რადგან პროექტის მიზანია მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდა, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობა, რაც დაეხმარება ნიჭიერ და შრომისმოყვარე მოზარდებს წარმატების მიღწევაში.

ხატიას ვუსურვებთ ბევ წარმატებას და წინსვლას.

„მიზანი ამართლებს საშუალებას“ და ხატია შენ გაქვს წარმატების მიზანი, რადგან იცი მისი ფორმულა-დაუღალავი შრომა“,-ნათქვამია სკოლის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203