აფხაზეთის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები წარჩინებით სწავლისთვის კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
26-11-2019
აფხაზეთის N5 საჯარო სკოლის მე-10 კლასის 5 მოსწავლეს პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში საბაზო საფეხურის წარჩინებით დამთავრებისთვის კომპიუტერები გადაეცათ.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში წარმატებულ მოსწავლეებს კომპიუტერებს გადასცემს.
პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა. პროგრამის მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს