ჭახათის საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობებით დატვირთული ქიმიის გაკვეთილი ჩატარდა
26-11-2019

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჭახათის საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობებით დატვირთული ქიმიის გაკვეთილი ჩატარდა. გაკვეთილს პედაგოგი ხათუნა ირემაძე ხელმძღვანელობდა.

„ექსპერიმენტების და ცდების მოყვარული მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები მოუთმენლად ელიან
ქიმიის საინტერესო გაკვეთილებს.

მასწავლებელ ხათუნა ირემაძის გაკვეთილებზე მოსწავლე სწავლის პროცესის აქტიური მონაწილეა. მოსწავლე პასიურად კი არ ისრუტავს ინფორმაციას, რომელიც მიწოდებულია მასწავლებლის მიერ, არამედ მწყობრად აშენებს საკუთარ ცოდნას. აშენების პროცესში კი ხარაჩოების ფუნქციას ასრულებს ხათუნა მასწავლებლის მიერ შემუშავებული აქტივობები და სასწავლო სიტუაციები, რომელშიც მოსწავლე დამოუკიდებლად აგებს საკუთარ ცოდნას. ასეთი მიდგომა კი ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივაციის და სასკოლო ჩართულობის გაზრდას და განაპირობებს მოსწავლის აკადემიურ მოსწრებას“,-ნათქვამია სკოლის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203