მუხრანის N1 სკოლას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მცხეთის ოფისის წარმომადგენლები ეწვივნენ
''ევროპის დღეები 2017'' -ის აღსანიშნავად მუხრანის N1 სკოლას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მცხეთის ოფისის წარმომადგენლები ეწვივნენ.
შეხვედრა სასკოლო სამოქალაქო კლუბ ''ბურის'' წევრების ინიციატივით გაიმართა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მცხეთის ოფისის წარმომადგენლებმა თავიანთი საქმიანობა გააცნეს მოსწავლეებს და მათი ყურადღება არაერთი საინტერესო თემაზე გაამახვილეს: ''ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში'' ; ''ვმუშაობთ უსაფრთხოებისა და ნდობის აღდგენისთვის''; ''ვინ ვართ ჩვენ? რას ვაკეთებთ? ჩვენ გისმენთ..."
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მოწვეულმა სტუმრებმა აქტიური მოსწავლეები დაასაჩუქრეს.
''ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იყო. საინტერესო და მნიშვნელოვანი თემები გაგვაცნეს, ჩვენც აქტიურად ჩავერთეთ და ამ აქტიურობისთვის საჩუქრებიც მივიღეთ'' - აღნიშნეს მოსწავლეებმა.