
თელავის მუნიციპალიტეტის, კისისხევის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
„ეტალონმა“ მოსწავლეები წარმატების დამადასტურებელი სერტიფიკატებით და სიგელებით დააჯილდოვა. სკოლის დირექციამ კი „ეტალონში“ მონაწილე ყველა წარმატებულ მოსწავლეს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატში აქტიურად მონაწილეობენ.
„სკოლის მოსწავლეები ყოველწლიურად აქტიურად მონაწილეობენ „ეტალონში“, არც წლევანდელი წელი იყო
გამონაკლისი, 26 მოსწავლიდან 14-მა წარმატებით გადალახა „ეტალონის“ პირველი შესარჩევი ტური, ხოლო 2 მოსწავლე შემდგომ ეტაპზე გადავიდა, ნათია ბალაშვილი კი მოხვდა პირველ ათეულში. სკოლის დირექციამ ეტალონში მონაწილე ყველა წარმატებულ მოსწავლეს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები