გუდრუხის საჯარო სკოლას ქართველი ემიგრანტისგან საჩუქრები გადაეცა
26-11-2019

დუშეთის მუნიციპალიტეტის გუდრუხის საჯარო სკოლას საჩუქრები გადაეცა. მაია ელიზბარაშვილმა, რომელიც გუდრუხის მცხოვრები იყო და ამჟამად ემიგრაციაშია, შეძლო და მოახერხა, რომ საბერძნეთში  საქართველოს საკონსულოს დახმარებითა და გვერდში დგომით, სოფლის მცხოვრებლებისთვის ჰუმანიტარული ტვირთი გამოეგზავნა.

„მადლობას უხდის როგორც სკოლა, ასევე სოფლის მოსახლეობა საქართველოს საკონსულოს საბერძნეთში და თვითონ მაია ელიზბარაშვილს დახმარებისა და გვერდში დგომისათვის“,-ნათქვამია სკოლის განცხადებაში.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203