
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ნინოწმინდის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში ღონისძიება - „პოეზიის ხუთი წუთი“ გაიმართა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიებაში მესამე კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რომლებიც გამოირჩევიან მხატვრული, შემოქმედებითი და მუსიკალური ნიჭით.
მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, რომლებიც დამოუკიდებლად შეარჩიეს. ლექსების უმრავლესობა პატრიოტულ მოტივზე იყო. ღონისძიებას აფორმებდნენ სიმღერებით.
„აღნიშნული ღონისძიება მიზნად ისახავდა მესამეკლასელების შემოქმედებითი უნარების გაცნობას ფართო საზოგადოებისთვის, ასევე გაცნობიერებას იმის თუ როგორ უყვართ სამშობლო და როგორ ითავისებენ ამ სიყვარულს. ღონისძიება საკმაოდ შთამბეჭდავი აღმოჩნდა. დამსწრე საზოგადოებამ დადებითად შეაფასა პატარების მონდომება და ნიჭიერება“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
ღონისძიების ინიციატორები იყვნენ ამავე სკოლის ბიბლიოთეკარი მარიამ დიღმელაშვილი და კლასის ხელმძღვანელი -ნინო ლაღაძიშვილი. ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა მუსიკის პედაგოგი-თეონა გივიშვილი.
იხილეთ ფოტოები