„სკოლის ამბები“ - წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში ტელევიზიის საერთაშორისო დღეს გაკვეთილი მიუძღვნეს
26-11-2019

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის  VI კლასში განსხვავებული გაკვეთილი ჩატარდა. „ჩვენი ტელევიზია“ და მთავარი გამოშვება: „სკოლის ამბები“- ასეთი იყო გაკვეთილის თემა.  

გაკვეთილს ინგლისურის პედაგოგი ნინო გიორხელიძე ხელმძღვანელობდა.

„ტელევიზიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებმა შექმნეს ვირტუალური ტელევიზია, მოაწყეს სატელევიზიო სტუდია, მოიძიეს ინფორმაციები ინგლისურ ენაზე და დაამზადეს პოსტერები.

დირექტორი მადლობას უხდის კრაეტიულ მოსწავლეებსა და მასწავლებელს“,-ნათქვამია სკოლის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203