თბილისის N90 საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო ასპარეზობაში მონაწილეობდნენ
26-11-2019
თბილისის N90 საჯარო სკოლის X და XI კლასის მოსწავლეები მახვილგონიერთა და მხიარულთა საქალაქო ასპარეზობაში მონაწილეობდნენ.
სკოლის ინფორმაციით, ასპარეზობაზე საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანი კითხვები დაისვა, რამაც მოსწავლეებში მახვილგონიერებისა და შემოქმედებითი უნარ-ჩვევების გამომჟღავნებასა და ფანტაზიის სტიმულირებას შეუწყო ხელი.
ასპარეზობა მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გაიმართა.