დოშაყეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სამუზეუმო გამოფენა მოაწყეს
26-11-2019

მარტვილის მუნიციპალიტეტის დოშაყეს საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეებმა - ანა ნაჭყებიამ და თორნიკე კურდღელიამ სამუზეუმო გამოფენა „პრეისტორია“ მოაწყეს.

მოსწავლეებს ისტორიის მასწავლებელი ეკატერინე ჟვანია ხელმძღვანელობდა.

გამოფენის მიზანს წარმოადგენდა პრეისტორიული ადამიანების ცხოვრების წარმოჩენა შესაბამისი ნივთიერი მასალის, ფოტო, ნახატებისა და რუკების გამოყენებით.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა თვითონ დაამზადეს ქვის და ხის იარაღები;  გარეული და შინაური ცხოველები; ნეოლითური სახლები და თიხის სხვადასხვა ნივთი. წარმოადგინეს ცეცხლის დანთებისა და შენახვის ხერხები. ნახატებისა და რუკების დახმარებით ისაუბრეს ადამიანების ევოლუციისა და განსახლების მიმართულებებზე; ქვის ხანის სხვადასხვა პერიოდის ძეგლებზე საქართველოს ტერიტორიაზე, უძველესი ადამიანების რწმენა-წარმოდგენებსა და მიღწევებზე.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203