აკეთის საჯარო სკოლაში პროექტი - „ჯანსაღი თაობა - ქვეყნის მომავალი“ განხორციელდა
26-11-2019
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, აკეთის საჯარო სკოლაში პროექტი - „ჯანსაღი თაობა - ქვეყნის მომავალი“ განხორციელდა.

პროექტს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელი, ირაკლი ტოროტაძე ხელმძღვანელობდა.

მასწავლებელი მოსწავლეებს იმ მავნე ჩვევებზე ესაუბრა, რომლებიც უარყოფითად აისახება ჯანმრთელობაზე. ეს არის თამბაქოს მოხმარება, ალკოჰოლის მიღება და ნარკოტიკული საშუალებების გამოყენება.

ირაკლი ტოროტაძემ მოსწავლეებს აჩვენა, თუ რა ზიანს აყენებს თითოეული მათგანი ორგანიზმს და ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

პროექტში მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203