ლენტეხის N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა სოციალური პროექტი განახორციელეს
26-11-2019
ლენტეხის N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბ „დეცეგიმის“ წევრები ლენტეხის რაიონის, სოფელ ხელედის, თამარ მეფის სახელობის დედათა მონასტერში იმყოფებოდნენ.
ტაძარი 2003 წლიდან შენდებოდა და ამჟამად იქ დედა მარინე და მორჩილი ნარგიზა ცხოვრობენ.
ეკოკლუბის წევრები ამავე სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგ ბაია ჯაჭვლიანთან ერთად „ნიკო კეცხოველის პრემია 2020“ პროექტის ფარგლებში მათ ცივი ზამთრის მოსვლამდე შეშის დაბინავებაში დაეხმარნენ.