ჩაისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მხატვრული კითხვის კონკურსში წარმატებას მიაღწიეს
26-11-2019
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ჩაისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მხატვრული კითხვის კონკურსში - „ნორჩი დეკლამატორი 2019“ წარმატებას მიაღწიეს.

„მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ მხატვრული კითხვის კონკურსში „ნორჩი დეკლამატორი 2019“ მეორე და მესამე კლასის მოსწავლეებმა გაიმარჯვეს ნომინაციებში:

მეორე კლასის მოსწავლემ, მარიამ წიქარიძემ, ნომინაციაში „ორიგინალური შესრულება“

მესამე კლასის მოსწავლემ, ბარბარე სიხარულიძემ, ნომინაციაში „საუკეთესო მსახიობური შესრულება“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

მარიამ წიქარიძის მასწავლებელი მაია სირაძეა, ხოლო ბარბარე სიხარულიძის-მადონა ქურდაძე.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203