ქუთაისის N12 სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეების მონაწილეობით, ქუთაისის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში (მწვანეყვავილა) ექსკურსია-გაკვეთილი ჩატარდა.
გაკვეთილის თემა იყო ''შევისწავლოთ ჩვენი ქალაქის პანთეონი''. მოსწავლეებმა პრეზენტაციები წარმოადგინეს, ისაუბრეს ღვაწლმოსილ მამულიშვილთა ცხოვრებაზე და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.
იხილეთ ფოტოები