შრომის საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ
26-11-2019

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, შრომის საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრა შემეცნებითი იყო. მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ ორგანიზაციის „დავიწყოთ ახლა“ აქტივობაში. მოეწყო მოხალისეთა გამოფენა-ფორუმი.

დღემ საინტერესოდ ჩაიარა.

ახალგაზრდული ორგანიზაცია „დავიწყოთ ახლა“ არის IDP Women Association „Consent“-ის შვილობილი ორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობას მთელი საქართველოს მასშტაბით.

„დავიწყოთ ახლა“ სპეციალიზდება შემდეგი მიმართულებებით: ფორუმ თეატრი; დებატები კარლ პოპერის მეთოდის მიხედვით; ტრენინგები.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203