ბრეძის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა ღონისძიებით გააცილეს
26-11-2019
ქარელის მუნიციპალიტეტის ბრეძის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „შემოდგომის გაცილების ზეიმი“ მოაწყეს.

მოსწავლეებმა ზეიმზე თემატური სიტყვები წარმოთქვეს და მასწავლებლის დახმარებით ჩურჩხელები ამოავლეს.

მათ საკლასო ოთახში საშემოდგომო კუთხე მოაწყეს და ნობათი გამოფინეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ზეიმმა საინტერესოდ და სასიამოვნოდ ჩაიარა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203