სათემოს საჯარო სკოლას ვეტერანი მორაგბე ნოდარ ანდღულაძე ეწვია
26-11-2019
გორის მუნიციპალიტეტის, სათემოს საჯარო სკოლას ვეტერანი მორაგბე ნოდარ (ნონო) ანდღულაძე ეწვია.

მოსწავლეებთან შეხვედრის მიზანი ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია და ძალადობასთან ბრძოლის პრევენცია იყო.

ნოდარ ანდღულაძემ მოსწავლეებთან ლექციური შეხვედრა მოაწყო, მოგვიანებით კი პრაქტიკული აქტივობებით  მოსწავლეები გაახალისა.

შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეებს საჩუქრად რაგბის ბურთებიც დაურიგდათ.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203