ტაბახმელის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მთა ჭანჭახი დალაშქრეს
26-11-2019
ხულოს მუნიციპალიტეტის ტაბახმელის საჯარო სკოლის მოსწავლეები ლაშქრობაზე მთა ჭანჭახზე იმყოფებოდნენ.

„ლაშქრობის დევიზი იყო „ჭანჭახიდან დანახული საქართველო“ და მიზნად ისახავდა ჯანსაღი ცხოვრების წესების დამკვიდრებას, ალპურ ფლორასა და ფაუნაზე დაკვირვებას, ნამარხი ხე-მცენარეების ნაშთების აღმოჩენას და დაკვირვებას, აგრეთვე ჩვენი დიდი წინაპრის XIII საუკუნის საეკლესიო მწერლის, სხალთა- ხიხანის მკვიდრი ტბელ აბუსერის ძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის გაცნობას“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

ლაშქრობის ორგანიზატორები იყვნენ ფიზიკური აღზრდის მასწავლებელი გივი გობაძე, ბიოლოგიის მასწავლებელი ოთარ გობაძე  და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ემინე აბულაძე.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ლაშქრობამ წარმატებით ჩაიარა. მოსწავლეები კმაყოფილი დარჩნენ.

მთა ჭანჭახი არსიანის ქედზე, აჭარის მაღალმთიანეთში, ზღვის დონიდან 2400 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, სამთო-სათხილამურო კურორტ „გოდერძის“ მიმდებარე ტერიტორიაზე.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203