
ქარელის მუნიციპალიტეტის ფცის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში, პორტაბელური კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ.
სკოლის დირექცია ულოცავს წარჩინებულ მოსწავლეებს - მარი ქოთოლაშვილს (XI კლასი), ნუცა ოსაძესა (X კლასი) და სანდრო ბერუაშვილს (X კლასი) დამსახურებულ ჯილდოს.
პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე).
პროგრამის მიზანი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერებაა.
იხილეთ ფოტოები