აფხაზეთის N11 საჯარო სკოლაში მუსიკალური ფესტივალი -„ფოთოლცვენა 2019“ გაიმართა
25-11-2019
ილია ვეკუას სახელობის, აფხაზეთის N11 საჯარო სკოლაში ტრადიციული მუსიკალური ფესტივალი - „ფოთოლცვენა 2019“ გაიმართა.
ღონისძიების ორგანიზატორები სკოლის თვითმმართველობა იყო.
„შემსრულებელთა და მაყურებელთა კრეატივი, შემეცნებითი აქტივობები, იუმორით გაჯერებული სცენური ეპიზოდები სასიამოვნო განწყობით ავსებდა დარბაზს და რაც ყველაზე მთავარია, ყველა მოსწავლეს თავისი შემოქმედების რეალიზების საშუალება მიეცა“, - ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
„ჩვენი გიჟი სამყარო დარჩა სცენაზე, ჩვენ კი ახალი სიგიჟისკენ გავეშურებით“, - ასე ფიქრობს თვითმმართველობის თავმჯდომარე ლუკა ჩანგელია.
„დიახ, ჩვენი დღევანდელი ყოფა გაჩერების, მოდუნების, უიმედობის უფლებას არავის აძლევს. შეიმეცნეთ, იხალისეთ, ბავშვებო, თქვენ გელოდებათ ხვალინდელი საქართველო“, -წერია სკოლის ფეისბუკ პოსტში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს