ეწერის საჯარო სკოლაში სახალისო გეოგრაფიული შეჯიბრი ჩატარდა
25-11-2019
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ეწერის საჯარო სკოლაში სახალისო გეოგრაფიული შეჯიბრის - „ოქროს გლობუსი“ შემოდგომის სერია ჩატარდა.

შეჯიბრი გეოგრაფიის მასწავლებელმა, ნანა ჯაბურიამ, განვლილი მასალის შეჯამებისა და განმტკიცების მიზნით ჩაატარა, სადაც VII-XI კლასის მოსწავლეებით დაკომპლექტებული ხუთი გუნდი მონაწილეობდა.

„ოქროს გლობუსი“ გამარჯვებულ მე-10 კლასს გადაეცა.

„სახალისო თამაში შედგებოდა 16 რაუნდისაგან: 1-კითხვა-პასუხი, 2-წამო შეჩერდი, 3-მსოფლიოს ღირსშესანიშნაობები, 4-შავი ყუთი, 5-კროსვორდი, 6-რუკა ,რომელსაც ვერ ვხედავ, 7-სახელმწიფოების ჰიმნები, 8-მსოფლიოს დროშები, 9-ლოგოები , 10-სეტერა, 11-სახელმწიფოების დედაქალაქები,12-მიპოვე სად ვერ, რომელ კონტინენტზე, 13-გეოგრაფიული ციფრები, 14-სახალისო ნომერი, 15-KAHOOT, 16-პლიუს-მინუს სამი ქულა“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203