ახმეტის კულტურის სახლში, მუსიკალური მეგა-შოუს „ახალი თაობას“ მეორე სეზონის პირველი ლაივ კონცერტი გაიმართა.
კონცერტი ახმეტის კულტურის ცენტრის მხარდაჭერით ჩატარდა.
შეგახსენებთ, რომ მეგა-შოუში შესარჩევად კასტინგი კახეთის რეგიონის მასშტაბით ჩატარდა, სადაც თითქმის ყველა მუნიციპალიტეტიდან შეირჩნენ ნიჭიერი ახალგაზრდები. 24 ნოემბერს გამართულ პირველ კონცერტზე, კონკურსი დატოვა ორმა მონაწილემ - მარიამ ლეკაშვილმა (გურჯაანის მუნიციპალიტეტი) და ანუკი კერატიშვილმა (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი).
იხილეთ ფოტოები