წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მოძღვარმა წირვა აღავლინა, რომელსაც ამავე გიმნაზიის მოსწავლეები და პედაგოგები დაესწრნენ
25-11-2019
ხარაგაულის, წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეები და პედაგოგები წირვას დაესწრნენ.
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის, მეუფე მელქისედეკის, ლოცვა-კურთხევით, ხარაგაულის თორმეტი მოციქულის სახელობის ტაძარში წირვა გიმნაზიის მოძღვარმა მღვდელმა თომა ლაცაბიძემ აღავლინა.