ფოთის კერძო სკოლა „გიმნაზიის“ მოსწავლე ლუკა გოგმაჩაძე ამერიკაში წარმატებით სწავლობს
25-11-2019

ფოთის კერძო სკოლა „ გიმნაზიის“ მოსწავლე ლუკა გოგმაჩაძე, რომელიც 2018-2019 სასწავლო წლის „ფოთის ეტალონის მოსწავლეა“ მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის "FLEX" გამარჯვებული გახდა.

ლუკა სწავლას ჯორჯიის შტატის ქალაქ ბლუმინგდეილის სკოლა "Effingham Country  High  School" -ში აგრძელებს.

„ლუკა გამოირჩევა ყველა  სასკოლო საგანში უმაღლესი  ქულებით, აქტიურად არის ჩართული სკოლის ცხოვრებაში,  სადაც ქართულ ჩოხაში გამოწყობილმა  უკვე მეორე პრეზენტაცია წარადგინა საკუთარი ქვეყნის შესახებ- მეგობრებს გააცნო საქრთველოს ტრადიციები, ადათ-წესები, ჩვენი კულტურა, ქართული ანბანი. ლუკა აგრეთვე მიწვეული იყო ქალაქის საკრებულოს თათბირზე. ლუკა ასევე გახდა ახალგაზრდული სამიტის- „ფოთის გაეროს  მოდელირება 2019“-ის გამარჯვებული“,-ამბობს ფოთის კერძო სკოლა „ გიმნაზიის“ ეტალონის პედაგოგი მაია კუცია.

იხილეთ პრეზენტაციაზე ლუკას წარმოთქმული სიტყვა და ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203