
ცაგერის მუნიციპალიტეტის ლასურიაშის საჯარო სკოლაში ღვაწლმოსილ პედაგოგებს - ნინო ლაკვეხელიანს, სერგო მიქაძესა და ნიკო მუშკუდიანს ღონისძიება მიუძღვნეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები, ასევე მედიაჰოლდინგი „კვირა“.
„მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს დიდი სითბო, სიყვარული და მადლიერება პედაგოგების მიმართ. საღამო დატვირთული იყო მუსიკალური და თეატრალური ნომრებით, ღვაწლმოსილ პედაგოგებს სიმბოლურად გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები“,-აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტოები