სათემოს საჯარო სკოლაში 2019-2020 სასწავლო წლის დაწყება საზეიმოდ აღნიშნეს
25-11-2019
გორის მუნიციპალიტეტის, სათემოს საჯარო სკოლა 2019-2020 სასწავლო წელს საზეიმო ვითარებაში შეხვდა.

მუსიკის პედაგოგის დახმარებით მოსწავლეებმა სააქტო დარბაზში სიმღერები და ცეკვები შეასრულეს და სხვადასხვა მწერლის ლექსები წაიკითხეს.

სკოლის ადმინისტრაციამ სწავლაში წარმატებული მოსწავლეები  დააჯილდოა, ხოლო პირველკლასელ მოსწავლეებს სახელმძღვანელოები და „ბუკები“ გადასცა.

სკოლის დირექტორმა მასწავლებლებსა და მოსწავლეებს წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.

მშობლებმა სკოლის მასწავლებლებს აქტიური მუშაობისთვის მადლობა გადაუხადეს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203