იდუმალის საჯარო სკოლაში თანასწორობის კვირეულთან დაკავშირებით ღონისძიება ჩატარდა
25-11-2019
ასპინძის მუნიციპალიტეტის იდუმალის საჯარო სკოლაში თანასწორობის კვირეულთან დაკავშირებით ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა თემატური სიტყვები წარმოთქვეს და პლაკატები დაამზადეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიებაში პედაგოგები: ეთერი გაჩეჩილაძე, ქეთევან ჯიქური და რევაზ გვირჯიშვილი მონაწილეობდნენ. სკოლის დირექცია ჩატარებული ღონისძიებისთვის მათ მადლობას უხდის.
16 ნოემბერს მსოფლიო ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.