ქორეთის საჯარო სკოლის სამმა მასწავლებელმა სტატუსი აიმაღლა
25-11-2019
საჩხერის მუნიციპალიტეტის, ქორეთის საჯარო სკოლის სამმა პედაგოგმა სტატუსი აიმაღლა.
სოფიო ლაბაძემ, მაია აბესაძემ და მაია შუკაკიძემ წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვეს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.