ლემშვენიერას საჯარო სკოლის პედაგოგები საინტერესო აქტივობებით დატვირთულ გაკვეთილებს ატარებენ
25-11-2019
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ლემშვენიერას საჯარო სკოლის პედაგოგები წინასწარ დაგეგმილ და საინტერესო აქტივობებით დატვირთულ გაკვეთილებს ატარებენ.

სკოლის დირექტორის, გულნაზი ჭელიძის თქმით, დანიური გამოცდილების გაზიარებამ გაკვეთილები კიდევ უფრო საინტერესო გახადა.

„დანიური გამოცდილების გაზიარებამ კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა სასწავლო პროცესი. მოსწავლეებისთვის ადვილად გასაგებია ის დავალებები, რომლებიც თამაშის ელემენტებით სრულდება.

საინტერესოა მუშაობის პროცესზე დაკვირვება, როცა უკლებლივ ყველა მოსწავლე ჩართულია და მაქსიმალურად არის მობილიზებული დავალებაზე.

თუ შედეგზე ორიენტირებული სწავლება გვინდა, შესაბამისად უნდა მოვემზადოთ გაკვეთილზე შესვლის წინ. პაზლები, კატეგორიზაცია, პერსონაჟთა რუკა, წებოვანი ქაღალდებით იერიში, „ვმოძრაობთ და ვსწავლობთ“, „მნიშვნელოვანი მახასიათებლების რუკა“, ის აქტივობებია, რომლებიც დაგეხმარებათ ყველანაირი ინტელექტის მოსწავლისთვის მასალის გასაგებად მიწოდებაში“,- ამბობს  გულნაზი ჭელიძე.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203