მაღლაკის N2 საჯარო სკოლის ღონისძიება გაზეთის ფურცლებზე მოხვდა
25-11-2019
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მაღლაკის N2 საჯარო სკოლის მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაზეთ „წყალტუბოს“ გვერდებზე მოხვდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიებამ საინტერესოდ და სასიამოვნოდ ჩაიარა.
„მასწავლებელო, მასწავლებლობას გმირობად გითვლის ერი“- ამ დევიზით გამართულ პედაგოგთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღინისძიება, რომელიც მაღლაკის N2 სკოლაში გაიმართა, თვალებცქრიალა გოგო-ბიჭების მიერ წაკითხულმა ლექსებმა, სიმღერებმა და ცეკვებმა იმდენად აღაფრთოვანა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გაზეთ „წყალტუბოს“ რედაქტორი ბატონი მურთაზ კანკაძე, რომ ეს ღირსშესანიშნავი ღონისძიება თავისი გაზეთის პირველ გვერდზე მოახვედრა, რისთვისაც მთელი პედაგოგიური კოლექტივი მადლობას უხდის მას“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
5 ოქტომბერს მასწავლებლის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს