ხუცუბნის საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურაში საწრეო მეცადინეობა მიმდინარეობს
25-11-2019
ქობულეთის მუნიციპალიტეტის, ხუცუბნის საჯარო სკოლის პირველ კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში საწრეო მეცადინეობა ჩატარდა.
წრეს სახელწოდებით - „ვსწავლობთ წერას და კითხვას“ თულინი ზოიძე ხელმძღვანელობს.
წრის მიზანია, მოსწავლეებმა შეძლონ წერის, კითხვის, მოსმენისა და საუბრის უნარების განვითარება, წიგნთან მუშაობის ჩვევის ჩამოყალიბება და მინი ტექსტის დამოუკიდებლად კითხვა.