მარადიდის საჯარო სკოლის მოსწავლე დავით დიასამიძე izrune.ge-ის პროექტში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდა
25-11-2019

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მარადიდის საჯარო სკოლის მე-9  კლასის მოსწავლე დავით დიასამიძე izrune.ge-ის პროექტში მიღწეული წარმატებისათვის დაჯილდოვდა. 

სკოლა დავითს ულოცავს ამ მიღწევას და მომავალშიც წარმატებებს უსურვებს.

izrune.ge-ის  პროექტის ფარგლებში დაჯილდოების პირველი ცერემონია, 16 ნოემბერს, ბათუმის  შოთა  რუსთაველის უნივერსიტეტის  სააქტო  დარბაზში  გაიმართა.

გამორჩეული ჩართულობისთვის და განსაკუთრებული შედეგებისთვის დაჯილდოვდნენ მოსწავლეები, რომლებიც ღონისძიებაზე ოჯახის წევრებთან, თანაკლასელებთან, მეგობრებთან ერთად იყვნენ მისული.

izrune.ge  ტესტირების ინოვაციური ონლაინ პლატფორმაა, სადაც მოსწავლეებს საშუალება აქვთ პიროვნული განვითარების მამოტივირებელი ინდივიდუალური ტესტები გაიარონ. პორტალზე ყოველი თვის მეორე ხუთშაბათი „წიგნიერების დღე“, ხოლო ყოველი თვის მეოთხე ხუთშაბათი „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარების დღე - გზა ევროპისკენ!“ არის. მოსწავლეები შემაჯამებელ ტესტს, მშობლის ჩართულობით, ყოველი თვის ბოლო კვირას - „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“ აკეთებენ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203