ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის პირველმა კლასმა „საშემოდგომო ზეიმი“ გამართა
25-11-2019
ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის პირველკლასელებს პირველი საშემოდგომო ზეიმი ჰქონდათ.

ღონისძიება სახელწოდებით- „შემოდგომა მიილია“- კლასის დამრიგებლის, ცირა კალაიჯიშვილის, ორგანიზებით მოეწყო.

„მოსწავლეებმა იმღერეს, თქვეს ლექსები, გაფორმებული ჰქონდათ ასევე საშემოდგომო კუთხე.  აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პირველკლასელთა შორის იყო სსსმ მოსწავლე, რომელიც დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით, აქტიურად მონაწილეობდა ამ შესანიშნავ და ლამაზ ღონისძიებაში“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203