მარადისის საჯარო სკოლის გარემოსდაცვითი კლუბის წევრები სიგელებით და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ
25-11-2019

მარნეულის მუნიციპალიტეტის მარადისის საჯარო სკოლის გარემოსდაცვითი კლუბის წევრები მცხეთის  რაიონის სოფელ წინამძღვრიანთკარში გამართულ   ტრანსნაციონალურ კონკურსში მონაწილეობდნენ.

კონკურსი საქართველოსა და სომხეთს შორის საგანმანათლებლო პარტნიორობის ფარგლებში, პროექტის „კომპეტენციები დასაქმებისათვის“ მხარდაჭერით ჩატარდა .  

კონკურსში ქართველი და სომეხი ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ  სამთავრობო უწყებების,  საერთაშორისო  ორგანიზაციების, საგანმანათლებლო  დაწესებულებების, დიპლომატიური კორპუსისა  და კერძო სექტორის წარმომადგენლები. 

კონკურსის  პარალელურად, სკოლის   მოსწავლეებმა   და დაინტერესებულმა  პირებმა  მოსინჯეს პროფესიული უნარები (ხილის ჭრა, კვეთა ბოსტნეულის ჭრა, კვეთა, მცენარეების დარგვა).  

აღნიშნულ  აქტივობებში მონაწილეობდნენ  მარადისის  საჯარო  სკოლის   მოსწავლეებიც.

პროექტი „კომპეტენციები დასაქმებისათვის“ შეიქმნა   ევროკავშირის ახალგაზრდული ინიციატივის ფარგლებში, რომელიც   ხორციელდება „world vision“-ის  საქართველოსა და  სომხეთის  ოფისებთან  თანამშრომლობით, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის, საჯარო  პროფესიული  საგანმანათლებლო დაწესებულებისა და პარტნიორ კომპანიების მონაწილეობით.  

პროექტის მიზანია სოფლად მყოფი ახალგაზრდობისათვის, მათ შორის სიღარიბის ზღვარს  მიღმა მყოფი და შშმ/სსსმ პირებისათვის, პროფესიული  განათლების უზრუნველყოფა, მათი დასაქმების   ხელშეწყობა. 

მარადისის  საჯარო სკოლის  გარემოსდაცვითი კლუბის წევრები ტრანსნაციონალურ  კონკურსში  მონაწილეობისათვის სიგელებით და სხვა  საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. 

აღნიშნული  აქტივობა  გარემოს მდგრადი  განვითარების მე-15  მე-17  მიზნებს  შეესაბამება. პროექტი ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის ფარგლებში განხორციელდა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203