თბილისის N124 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლე ანა ხარაძე კომპიუტერით დაჯილდოვდა
25-11-2019
თბილისის N124 საჯარო სკოლის Xა კლასის მოსწავლე ანა ხარაძე წარმატებული აკადემიური მოსწრებისათვის პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში კომპიუტერით დასაჩუქრდა.

სკოლა მოსწავლეს წარმატებას ულოცავს.

„ვულოცავთ ანას ამ მიღწევას და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალში“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე).

პროგრამის მიზანი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერებაა.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203