იანეულის სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით აქცია ''ჩვენ ვასუფთავებთ გარემოს'' მოეწყო.
აქციაში სკოლის ყველა მოსწავლე და მასწავლებელი იყო ჩართული. მათ სკოლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.
როგორც აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს, დაბინძურებული გარემო ერთერთ ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს:
''დაბინძურებული გარემო საფრთხეს უქმნის ჩვენს ჯანმრთელობას და კეთილდღეობას. ყველას მივმართავთ და მოვუწოდებთ, მონაწილეობა მიიღონ დასუფთავების აქციებში, შეასრულონ თავიანთი მოქალაქეობრივი ვალი. ყველამ ერთად უნდა მოვუაროთ იმ გარემოს, რომელშიც ვცხოვრობთ, რათა ჩვენი მომავალი ჯანსაღი და ბედნიერი იყოს'' - აღნიშნეს აქციის მონაწილეებმა.