ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ტურნირში  წარმატებით იასპარეზეს
25-11-2019

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში რესპუბლიკური ტურნირი ჩატარდა, სადაც ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს და საპრიზო ადგილებიც დაისაკუთრეს. 

ოქროს მედალოსნები გახდნენ - ნიკა ცეცხლაძე და გიორგი იაშვილი. ვერცხლის მედალოსნები - ამირან ცეცხლაძე და ზურაბ იაშვილი. ბრინჯაოს მედალოსნები კი - ამირან ჯორბენაძე და თამაზ აბაშიძე.

„წარმატებები ვუსურვებთ ჩვენს ნორჩ ფალავნებს და მწვრთნელს დავით მჟავიას“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.   

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში რესპუბლიკური ტურნირი წყალტუბოში ჩატარდა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203