თხილნარის N1 საჯარო სკოლაში შეიარაღებული ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით შეხვედრა გაიმართა
25-11-2019
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, მინდია აბაშიძის სახელობის, თხილნარის N1 საჯარო სკოლაში განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტისა და თავდაცვის სამინისტროების ერთობლივი პროექტის („ჩვენი ჯარის“) ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა საინტერესოდ და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
პროექტის მიზანი ახალგაზრდა თაობაში საქართველოს შეიარაღებული ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლება და პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებაა.