დილისკის N1 საჯარო სკოლაში პროექტი - „ოქროს შემოდგომა“ განხორციელდა
25-11-2019

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის დილისკის N1 საჯარო სკოლაში ქართული, როგორც  მეორე  ენის  მასწავლებელმა არევ გაბრიელიანმა განხორციელა პროექტი -ოქროს  შემოდგომა.

პროექტში მეექვსე კლასის  მოსწავლეები და მათი მშობლები აქტიურად ჩაერთვნენ.

„პროექტის განხორციელებისას მოსწავლეები გაეცვნენ  შემოდგომაზე მიმდინარე ბუნებრივ მოვლენებს, ასევე მიიღეს ინფორმაცია, საქართველოს რომელ კუთხეში როგორ იწყება და როგორ სრულდება შემოდგომომის ნობათის აღება, მოამზადეს  და წარმოადგინეს პრეზენტაციები, ასევე მოამზადეს  შემოდგომის კუთხე, მოაწყეს ნახატების გამოფენა, ფერადი ფოთლებითა და ფურცლებით შექმნეს სხვადასხვა ხელოვნების ნიმუში, ისწავლეს ლექსები შემოდგომაზე და გაკეთეს კედლის  გაზეთები.   

მოსწავლეები ასევე გავიდნენ ბუნებაში და დაეხმარნენ ხანდაზმულ ადამიანებს, რომლებსაც უჭირდათ მოსავლის  აღება“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203