მერეთის საჯარო სკოლის მასწავლებელმა ნატალია ხუბულურმა უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა
25-11-2019
გორის მუნიციპალიტეტის, მერეთის საჯარო სკოლის მასწავლებელს, ნატალია ხუბულურს, უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.
სკოლის ადმინისტრაცია მასწავლებელს წარმატებას ულოცავს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.