
ახალციხის მუნიციპალიტეტის საძელის საჯარო სკოლის მოსწავლეები, გოგონები და ვაჟები „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2020" -ის ფარგლებში, ერთმანეთს კალათბურთში შეეჯიბრნენ.
სპორტული შეჯიბრი ახალციხის სასპორტო სკოლაში ჩატარდა.
ვაჟებში პირველ ადგილზე ახალციხის №5 საჯარო სკოლის გუნდი გავიდა, მეორე ადგილი საძელის სკოლის გუნდმა დაიკავა. რაც შეეხება გოგონებს, პირველი ადგილი საძელის სკოლამ დაიკავა, მეორე ადგილი კი ახალციხის №1 სკოლის გუნდს ხვდა წილად.
გამარჯვებული გუნდები ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ სიგელებით, თასებითა და მედლებით დააჯილდოვა.
„სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2020" -ის ფარგლებში მუნიციპალური თამაშები გაიმართება აგრეთვე მაგიდის ჩოგბურთში, ბადმინტონსა და „მხიარულ სტარტებში“.
გამარჯვებული გუნდები რეგიონულ და ზონალურ თამაშებში მიიღებენ მონაწილეობას, რის შემდეგაც საქართველოს პირველობისათვის იბრძოლებენ.
იხილეთ ფოტოები