ტინისხიდის საჯარო სკოლაში „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში ფოკუს-ჯგუფი მუშაობს
25-11-2019
გორის მუნიციპალიტეტის, ტინისხიდის საჯარო სკოლა პროექტ „ახალი სკოლის მოდელში“ აქტიურადაა ჩართული.

„სკოლის მასწავლებლებისაგან დაკომპლექტებული ფოკუს-ჯგუფი იკვლევს  საკითხს, რომლის მოგვარება  გამოიწვევს ეროვნული სასწავლო გეგმების შედეგების მეტი პროცენტით დაფარვას   შემაჯამებელი დავალებების შესრულებით, ასევე შემაჯამებელი დავალებების ტიპის გამრავალფეროვნებას მე-7 კლასისა და შემდეგ კი მთელი სკოლის დონეზე“, - ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმა - „ახალი სკოლის მოდელი” კრიტიკულ აზროვნებაზე დაფუძნებული საგანმანათლებლო გარემოს ჩამოყალიბებაზეა ორიენტირებული, რომელიც მოზარდს 21-ე საუკუნის გამოწვევებისათვის საჭირო ცოდნასა და უნარ-ჩვევებს მისცემს.

იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203