ხულდარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს
25-11-2019

მარნეულის მუნიციპალიტეტის ხულდარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

ამ დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებმა გამართეს პრეზენტაცია და მოამზადეს ორენოვანი კედლის გაზეთი „ასაკოვნები ჩვენი ცხოვრების გვირგვინია“.

კედლის გაზეთი ორ ენაზე - აზერბაიჯანულად და ქართულად დამზადდა.

სკოლის დირექციამ აქტივობაში  მონაწილე მოსწავლეებს საინტერესო ნამუშევრისთვის  მადლობა გადაუხადა.

ცნობისთვის, ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე 1-ელ ოქტომბერს აღინიშნება.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203