ქუთაისის N33 საჯარო სკოლის მოსწავლეები პორტაბელური კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
25-11-2019

ქუთაისის N33 საჯარო სკოლის მოსწავლეებს, პროგრამა ჩემი პირვლი კომპიუტერის ფარგლებში, პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.

„ჩვენი სკოლა წელს ასახელა X კლასის სამმა საყვარელმა გოგნამ: თამუნა ფცქიალაძემ; ქეთევან მაღლაკელიძემ და ანი წითელიშვილმა. მადლობა N33 საჯარო სკოლის თითოეულ მასწავლებელს იმ უდიდესი შრომისთვის და თავდადებისთვის, რაც ამ ბავშვების წარმატებაში ჩადეს. წარმატებები ბავშვებო!“-ნათქვამია დირექციის განცხადებაში.

პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე).

პროგრამის მიზანი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერებაა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203