ლისის საჯარო სკოლის პედაგოგი მულტიკულტურული განათლების ხელშესაწყობად პროექტს ახორციელებს
25-11-2019

მცხეთის მუნიციპალიტეტის შმაგი გოგშელიძის სახელობის ლისის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნინო ბარბაქაძე ახორციელებს პროექტს: „ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...“

პროექტი ითვალისწინებს მულტიკულტურული განათლების აუცილებლობას ეთნიკურად მარვალფეროვან საზოგადოებაში.

„ლისის საჯარო სკოლა, ამ მხრივ, ბუნებრივ რესურსს ქმნის, რადგან კლასები დაკომპლექტებულია ქართველი და აზერბაიჯანელი მოსწავლეებით. პროექტის პირველ ეტაპზე მოეწყო ექსკურსია ქართველი და აზერბაიჯანელი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების პანთეონებში მთაწმინდასა და თბილისის ბოტანიკურ ბაღში. შემდეგ მოსწავლეებმა დაათვალიერეს ქართული და  აზერბაიჯანული ხელოვნებისა და კულტურის მუზეუმები.

მულტიკულტურული განათლება სასწავლო პროცესის ნაწილია და პირდაპირ უკავშირდება ესგ-ს.

სწავლა-სწავლებისას უმნიშვნელოვანესია პიროვნული და ეთნიკურ-კულტურული ღირებულებების აღიარება/პატივისცემა.

პროექტის ფარგლებში, ამ მიზნით, პედაგოგი კვლავ გეგმავს სხვადასხვა აქტივობას და აღნიშნული ექსკურსია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ამ საინტერესო და სასარგებლო საქმის წამოსაწყებად“,-ნათქვამია სკოლის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203