ქვაბღის საჯარო სკოლაში შემეცნებით-ინტელექტუალური ღონისძიება ჩატარდა
25-11-2019
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, ქვაბღის საჯარო სკოლაში მასწავლებელმა, ხათუნა ვაშაყმაძემ, მესამე კლასში შემეცნებით-ინტელექტუალური ღონისძიება - „სიტყვების თამაში“ ჩაატარა.
ღონისძიება საინტერესო, შემეცნებითი და პოზიტიური იყო.
გამარჯვებული წყვილი მხიარულ გარემოში გამოვლინდა. მათ სიგელები გადაეცათ.
წამახალისებელი სიგელებით დანარჩენი მონაწილეებიც დაჯილდოვდნენ.