ახალციხის N4 საჯარო სკოლაში თემაზე - „ამოცანები მონაცემთა შეგროვებაზე“ მათემატიკის წრის მეცადინეობა ჩატარდა
25-11-2019
ახალციხის N4 საჯარო სკოლაში თემაზე - „ამოცანები მონაცემთა შეგროვებაზე“ მათემატიკის წრის მეცადინეობა ჩატარდა.
მოსწავლეები სხვადასხვა ამოცანას გაეცნენ და ამოცანებში არსებულ მონაცემებზე იმსჯელეს.
„ამ აქტივობის საშუალებით ნიადაგი შევამზადეთ შემდგომი შეხვედრისთვის, რომელზეც მოსწავლეები შექმნიან დიაგრამებსა და პიქტოგრამებს. დავალებებს შევასრულეთ ჯგუფურად“, - ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
საწრეო მუშაობა ურთიერთთანამშრომლობით წარიმართა: მოსწავლეები ერთმანეთის აზრებს იზიარებდნენ, დასკვნები გამოჰქონდათ და თავიანთ აზრსაც გამოთქვამდნენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს