
აფხაზეთის N5 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს - ფოთოლა ბენდელიანს „წლის საუკეთესო მასწავლებლის“ სიგელი გადაეცა.
ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის სამინისტრომ, განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის ორგანიზებით, აფხაზეთის ღვაწლმოსილ პედაგოგებსა და აფხაზეთის საჯარო სკოლების წლის საუკეთესო მასწავლებლებს მიღება მოუწყო.
სამინისტროს შესაბამისი სიგელები და საჩუქრები, სხვებთან ერთად, გადაეცა აფხაზეთის N5 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს ფოთოლა ბენდელიანს.
სკოლა ულოცავს პედაგოგს დამსახურებულ ჯილდოს.
იხილეთ ფოტოები