ჩოჩხათის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლე ნიკოლოზ მარშანიშვილი კომპიუტერით დაჯილდოვდა
25-11-2019
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ჩოჩხათის საჯარო სკოლის მოსწავლე, ნიკოლოზ მარშანიშვილი, კომპიუტერით დასაჩუქრდა.
სკოლა ნიკოლოზ მარშანიშვილს და მის კლასის ხელმძღვანელს, კლარა ანდღულაძეს, ულოცავს ამ წარმატებას.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო პროგრამის-„ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში წარმატებულ მოსწავლეებს კომპიუტერებს გადასცემს.
პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა. პროგრამის მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს